საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

GDPR მოკლე გზამკვლევი

2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში

28 იანვრის ფიქრები

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თანხმობა – ყველა შემთხვევაში გამოგვადგება?!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თანხმობის მოპოვება არ კმარა

ანა კაპანაძე

ანა კაპანაძე

ანას პროფესიული საქმიანობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე აკადემიურ სექტორში.
2008 წლიდან ანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა ჯერ მინისტრის მოადგილის თანაშემწედ და შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის მრჩევლად. 2011 წლიდან ანამ მუშაობა გააგრძელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო 2013 წლის ოქტომბრიდან ანა გახდა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველი ოფიცერი.
2014-2016 წლებში ანა იყო მკვლევარი ‘ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის’ (IRC) პროექტში ‘საქართველოში მიგრაციის მართვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საწყისი/საბაზისო გამოკვლევა’ და მონაცემთა დაცვის ადგილობრივი ექსპერტი მიგრაციის მართვის საერთაშორისო ცენტრში (ICMPD, ENIGMMA).
ამასთან, ანა 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას და სადოქტორო თემაზე მუშაობის პარალელურად სხვადასხვა სალექციო კურსს უძღვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

დღეისათვის ანას ექსპერტიზა და საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა
  • ელექტრონული მმართველობა
  • გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება

Privacy Logic Group-ში ანა პასუხისმგებელია შემდეგ მიმართულებებზე:

  • სწავლება-ტრენინგები
  • კონსულტაციები
  • გარე ოფიცრის მომსახურება
  • შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება