საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

GDPR მოკლე გზამკვლევი

2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში

28 იანვრის ფიქრები

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თანხმობა – ყველა შემთხვევაში გამოგვადგება?!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თანხმობის მოპოვება არ კმარა

გარე ოფიცერი

გარე ოფიცერი

იმისთვის, რომ ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები სათანადოდ იყოს შეფასებული და ორგანიზებული, საჭიროა ორგანიზაციის დოკუმენტების რევიზია მონაცემთა დაცვის საკითხების ჭრილში, თანამშრომელთა დატრენინგება, აუდიტის ჩატარება და ა.შ. ასეთი ამოცანების სრულფასოვნად შესასრულებლად საჭიროა მაღალკვალიფიციური და მონაცემთა დაცვის სპეციფიკაში ღრმად გარკვეული თანამშრომელი. საქართველოში ასეთი კომპეტენციის პროფესიონალები ჯერ-ჯერობით რთულად საპოვნელი და, ამავე დროს, საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. ამ მოცემულობაში ორგანიზაციების არჩევანი მწირია. მათ შეუძლიათ: ა) თავი მოიტყუონ და ეს ფუნქცია დააკისრონ ნაკლებად კომპეტენტურ და დაბალანაზღაურებად თანამშრომელს; ბ) ამოცანები დაუმატონ მაღალკვალიფიციურ და მაღალანაზღაურებად თანამშრომელს (ძირითადად იურისტებს, რომლებიც რეალურად არ არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტები ) და შესაამისად, მისი რესურსი ‘მოაცდინონ’ მონაცემთა დაცვის საკითხების შესწავლაზე, რაც რეალურად არაეფექტური ხარჯია; გ) დაიქირავონ მონაცემთა დაცვაში სპეციალიზებული მაღალკვალიფიციური, მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი და გადაიხადონ ბევრი ფული, მაშინ როდესაც მათ არ სჭირდებათ სრულ განაკვეთზე ასეთი კომპეტენციის ადამიანი.

თუმცა, არსებობს სხვა გამოსავალიც: ვინაიდან ორგანიზაციებს ასეთი კვალიფიკაციის კადრი შეიძლება არ სჭირდებოდეთ სრული განაკვეთით, საუკეთესო არჩევანია მონაცემთა დაცვის გარე ოფიცრის მომსახურება, რაც საკმაოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს იმ ქვეყნებში, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის 20- 30 წლიანი პრაქტიკა არსებობს.

მონაცემთა დაცვის გარე ოფიცერი არის Privacy Logic Group თანამშრომელი, რომელიც წინასწარი შეთანხმებით მომაგრებულია თქვენს კომპანიაზე და პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის საკითხების მოწესრიგებაზე თქვენს ორგანიზაციაში. გარე ოფიცერი სრულყოფილად სწავლობს თქვენი ბიზნესის თავისებურებებს და საქმიანობის იმ ასპექტებს რომელიც გავლენას ახდენს პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო საუკეთესო გადაწყვეტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. მონაცემთა დაცვის გარე ოფიცერი მუდმივ კონტაქტზეა ორგანიზაციასთან და ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც სრულ განაკვეთზე დაქირავებული თანამშრომელი შეასრულებდა/უნდა შეესრულებინა, კერძოდ, განსაზღვრავს თქვენი ორგანიზაციის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, გეგმავს პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო კონკრეტულ აქტივობებს, აწესრიგებს ფაილური სისტემების კატალოგებს და სხვა საჭირო დოკუმენტებს, კონსულტაციას უწევს ორგანიზაციის თანამშრომლებს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ახდენს დოკუმენტების რევიზიას, თანამშრომელთათვის აორგანიზებს და ატარებს ტრენინგებს მონაცემთა დაცვის თემაზე, პერიოდულად ახორციელებს მონაცემთა დაცვის შიდა აუდიტს და ა.შ.

მონაცემთა გარე ოფიცერს, თქვენი ორგანიზაციის საქმეების მოწესრიგებისას ზურგს უმაგრებს პროფესიონალთა გუნდი და კვლევითი რესურსი რაც Privacy Logic Group-ს გააჩნია. მისი სახით, თქვენ სამსახურშია არა მხოლოდ ერთი ადამიანის კომპეტენცია, არამედ მრავალმხრივი კომპეტენციის მქონე პროფესიონალთა გუნდის გამოცდილება.