საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

GDPR მოკლე გზამკვლევი

2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში

28 იანვრის ფიქრები

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თანხმობა – ყველა შემთხვევაში გამოგვადგება?!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თანხმობის მოპოვება არ კმარა

გიორგი გაბრიელაშვილი

გიორგი გაბრიელაშვილი

გიორგის აქვს პროფესიული საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება, რაც აერთიანებს მრავალფეროვან სამუშაო პრაქტიკას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში.

კერძოდ, მას აქვს საჯარო დაწესებულებებში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება. გიორგი იყო ისეთი წარმატებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი როგორიცაა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, მანამდე კი 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სააგენტოს იურიდიულ სამსახურს. სააგენტოში მუშაობის პერიოდში ის უშუალოდ მონაწილეობდა ისეთი წარმატებული პროექტების შექმნასა და იმპლემენტაციაში როგორებიცაა საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობა, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების პროექტები, სამოქალაქო რეესტრის ელექტრონული სერვისები და ა.შ.

2009 წლიდან - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე პერიოდში (2011) იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შემმუშავებელი ჯგუფის წევრი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი.

2014-2016 წლებში გიორგი იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც უძღვებოდა ლექციების კურსს - „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“; პარალელურად ეწეოდა ინდივიდუალურ, საკონსულტაციო პრაქტიკას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.

2014 წლიდან დღემდე გიორგი ინტენსიურად მუშაობს ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში როგორც საერთაშორისო ექსპერტი ადგილობრივი მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (UNDP / USAID / OSCE და სხვ.) მოწვევით. ამ მიმართულებით მისი საკონსულტაციო საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საიდენტიფიკაციო სისტემის მართვა, საჯარო სერვისების რეფორმა და ელექტრონული მმართველობა.

გიორგის ასევე აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ის 2001-2006 და 2013–2017 წლებში მუშაობდა სხვავადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (GYLA), სამოქალაქო განათლების ახალგაზრდულ ცენტრსა (CEYC) და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრში (IRC), სადაც მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვა იყო.

დღეისათვის გიორგის ექსპერტიზა და საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

  • პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • ბიზნეს ანალიზი - ბიზნეს პროცესების ანალიზი, დიზაინი, ოპტიმიზაცია/რედიზაინი;
  • საიდენტიფიკაციო სისტემის მენეჯმენტი;
  • საჯარო სერვისები და ელექტრონული მმართველობა;

Privacy Logic Group-ში გიორგი პასუხისმგებელია შემდეგ მიმართულებებზე:

  • სტრატეგიული დაგეგმვა და პროდუქტების/სერვისების განვითარება
  • კვლევითი ინიციატივები
  • სტრატეგიული კომუნიკაცია კომპანიის მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
  • კომპანიის ცალკეული სერვისების მიწოდებაში მონაწილეობა (მონაცემთა დაცვის პროგრამის დიზაინი და იმპლემენტაცია, პერსონალურ მონაცემთა ინვენტარიზცაია და მეფინგი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი, კონსულტაციები და ა.შ.)