საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

GDPR მოკლე გზამკვლევი

2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში

28 იანვრის ფიქრები

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თანხმობა – ყველა შემთხვევაში გამოგვადგება?!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თანხმობის მოპოვება არ კმარა

კონსულტაცია

კონსულტაცია

Privacy Logic Group კერძო კომპანიებსა და საჯარო დაწესებულებებს, ასევე ფიზიკურ პირებს უწევს სრულფასოვან კონსულტაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. კონსულტაცია შეიძლება ეხებოდეს როგორც მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დანერგვასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს, ისე კონკრეტული, რთული ქეისების გადაწყვეტას ან/და დოკუმენტაციის შედგენას.

კონსულტაცია შესაძლებელია როგორც პირისპირ - ჩვენს ოფისში ვიზიტის საშუალებით, ისე დისტანციურად - ზეპირი და წერილობითი ფორმით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენი კონსულტანტების ვიზიტი თქვენთვის სასურველ ადგილზე.

ჩვენი კონსულტაციის ხარისხი დაფუძნებულია ქართული და საერთაშორისო პრაქტიკის სიღრმისეულ ცოდნაზე. ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება და სწავლობს საქართველოში განვითარებულ პრაქტიკას - სასმართლო პრაქტიკა, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებები და საკანონმდებლო სიახლეები რაც მონაცემთა დაცვას შეეხება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირება ახალი დაწყებულია, არ არსებობს ქართულ ორგანიზაციებში მონაცემთა დაცვის კანონდებლობის სრულფასოვნად დანერგვის გამოცდილება, არ არის ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა და არც მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისს გამოუთქვავს ოფიციალური პოზიცია მონაცემთა დაცვის მთელ რიგ საკითხებზე. შესაბამისად ჩვენ გვიწევს საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, მათ შორის, უცხოური მარეგულირებელი ორგანოების პოზიციების შესწავლა ცალკეულ, რთულ საკითხებზე, რათა მათი დახმარებით შევძლოთ ისეთი საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტაცია და გამოყენება, რომელიც ქართულ პრაქტიკაში ჯერ განმარტებული და გამოყენებული არ ყოფილა.

ჩვენთან კონსულტაცია, როგორც წესი, წარმოებს რეალურ დროში, დაინტერესებული პირის მომართვისთანავე, თუმცა თუ აღმოჩნდა რომ საკითხი ძალიან კომპლექსურია, შეეხება ამა თუ იმ ბიზნეს სექტორისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ დეტალებს და არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ჩვენი გუნდი მოითხოვს დაახლოებით 1 კვირის ვადას საკითხის შესასწავლად ან/და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციების გასავლელად და შემოგთავაზებთ დასაბუთებულ პოზიციას შეთანხმებულ ვადაში.