საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

GDPR მოკლე გზამკვლევი

2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში

28 იანვრის ფიქრები

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თანხმობა – ყველა შემთხვევაში გამოგვადგება?!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თანხმობის მოპოვება არ კმარა

მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი შიდაორგანიზაციული დოკუმენტები

მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი შიდაორგანიზაციული დოკუმენტები

Privacy Logic Group, ნებისმიერი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუმუშავებს მის საჭიროებებზე  მორგებულ მონცემთა დაცვის მარეგულირებელ შიდაორგანიზაციულ დოკუმენტებს და ახდენს მონაცემთა დაცვის წესების ინტეგრირებას უკვე არსებულ საოპერაციო პროცედურებში (მაგ. მონაცემთა დაცვის ზოგადი პოლიტიკა - General data privacy policy, ადამიანური რესურსების მართვისას მონაცემთა დაცვის პოლიტიკა - HR privacy policy, მზა ჩანაწერების მართვის პოლიტიკა - Cookies policy და ა.შ.). გახსოვდეთ, რომ მონაცემთა დაცვის საკითხების სრულფასოვანი შიდა რეგლამენტაცია და დოკუმენტირება, საკითხისადმის თქვენს გულისხმიერ დამოკიდებულბაზე მეტყველებს და პოზიტიურად განაწყობს როგორც მომხმარებელს ისე მაკონტროლებლ ორგანოს.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა ადგენს მონაცემთა დაცვის ზოგად პრინციპებსა და  წესებს, რომლებიც ყოველთვის ადვილი გასაგები და აღსაქმელი არ არის კომპანიის სხვადასხვა რანგის თანამშრომლებისათვის, რომლებსაც ამ კანონის დაცვა ევალებათ. იმისათვის რომ ორგანიზაცეიბმა მათი ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეფექტიანად შეძლონ კანონმდებლობის მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვა, მათ სჭირდებათ კანონით დადგენილი ზოგადი წესების “გადათარგმნა” და ერთგვარი ინტერპრეტაცია მათი ბიზნესისა და ორგანიზაცული საჭიროებების ენაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ ორგანიზაციებს ესაჭირობათ ისეთი შიდა რეგლამენტაციის შექმნა, რომელიც კანონის ზოგად ნორმებთან შედარებით უფრო მარტივ, ადვილად გასაგებ და ერთმნიშვნელოვან/ კონკრეტულ ქცევის წესებს დაადგენს. გარდა ამისა, მონაცემთა დაცვის მიზნებისთის, ორგანიზაციებს სჭირდებათ დოკუმენტების შექმნა რომლიც განკუთვნილია მომხმარებლებთან (მონაცემთა სუბიექტებთან) ურთიერთობისთვის და ახდენს მათ ინფორმირებას  ორგანიზაციაში არსებული მონაცემთა დაცვის წესების/ პოლიტიკის შესახებ.

 

შესაბამისად, ისეთი დოკუმენტების შექმნა როგორიცაა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი პოლიტიკა, მონაცემთა სარეზერვო ასლების შექმნის წესი, პერსონალურ მონაცემებზე თანამშრომელთა წვდომის წესისა და დაშვების დონეების განსაზღვრა, მზა ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკა და სხვა მსგავსი, ორგანიზაციებს ეხმარებათ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის სრულფასოვან იმპლემენტაციაშია.

Privacy Logic Group, ნებისმიერი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ახდენს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმნეტების იდენტიფიცირებას და მათ შემუშავებას  კომპანიისთვის საჭიროებების მიხედვით. ასევე ეხმარება კომპანიებს მოახდინონ მონაცემთა დაცვის წესების ინტეგრირება უკვე არსებულ საოპერაციო პროცედურებში. გახსოვდეთ, რომ მონაცემთა დაცვის საკითხების კარგი შიდა რეგლამენტაცია და დოკუმენტირება, საკითხისადმის თქვენს გულისხმიერ დამოკიდებულბაზე მეტყველებს და პოზიტიურად განაწყობს როგორც მომხმარებელს ისე მაკონტროლებლ ორგანოს.