საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

GDPR მოკლე გზამკვლევი

2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში

28 იანვრის ფიქრები

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თანხმობა – ყველა შემთხვევაში გამოგვადგება?!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თანხმობის მოპოვება არ კმარა

ნატო გაგნიძე

ნატოს აქვს პროფესიული საქმიანობის 10 წელზე მეტი გამოცდილება როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორში.

სახელმწიფო სექტორში ნატო 2004 წლიდან მუშაობდა და იყო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, 2004-2007 წლებში იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2007 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ნატო ჩართული იყო სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პროცესის როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამართლებრივ ნაწილში და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას.

2007 წლიდან ნატო არასამთავრობო სექტორში საქმიანობს. ის არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) წევრი და ‘ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის’ (IRC) დამფუძნებელი და დირექტორი, ამასთან ის მართავს IRC-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს ‘საქართველოს მხარდაჭერა სათანადო და დაბალანსებული საიმიგრაციო პოლიტიკის ფორმირებაში’ და ‘საქართველოში მოქალაქეობის არმქონეობის შემცირება და პრევენცია’.

ნატოს სამართალშემოქმედებითი საქმიანობა მრავალფეროვანია - ‘სამოქალაქო აქტების შესახებ’ კანონის პროექტი (UND, 2007-2009; EU პროექტი/Human Dynamics, 2010–2011), ‘საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ ორგანული კანონის პროექტი (UNHCR 2011-2012), ‘უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’ კანონში ცვლილებების პროექტი (UNHCR 2011-2012), ‘მოქალაქეობის არმქონეობის სტატუსის განსაზღვრის შესახებ’ ნორმატიული აქტის პროექტი (UNHCR 2012), ‘დამისამართების წესების შესახებ’ კონცეფცია და სამართლებრივი აქტის პროექტი (IFES/USAID, 2011).

ნატო არის მიგრაციისა და მოქალაქეობის არმქონეობის, ისევე როგორც ბავშვთა უფლებების თემებზე კვლევების, სტატიების და სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი.

დღეისათვის ნატოს ექსპერტიზა და საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

  • მიგრაცია და მოქალაქეობა;
  • სამოქალაქო სტატუსის რეგისტრაცია;
  • საიდენტიფიკაციო დოკუმენტები;
  • ბავშვთა უფლებები;

Privacy Logic Group-ში ნატო პასუხისმგებელია შემდეგ მიმართულებებზე: