საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

GDPR მოკლე გზამკვლევი

2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში

28 იანვრის ფიქრები

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თანხმობა – ყველა შემთხვევაში გამოგვადგება?!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თანხმობის მოპოვება არ კმარა

სწავლება/ტრენინგები

სწავლება/ტრენინგები

პეროსნალურ მონაცემთა დაცვა საქართველოსთვის შედარებით ახალი თემაა, შესაბამისად, მონაცემთა დაცვის სპეციფიკა და მთელი რიგი საკითხები არათუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის, ბევრი იურისტისთვისაც კი არ არის ნათელი. ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შიგნით კონკრეტული ფუნქციების განმახორციელებელმა თანამშრომლებმა კარგად იცოდნენ მონაცემთა დამუშავების ზოგადი პრინციპები და საფუძვლები, გაცნობიერებული ჰქონდეთ საკითხის მნიშვნელობა, დააიდენტიფიცირონ პერსონალური მონაცემები და ა.შ., ამასთან, მნიშვნელოვანია თანამშრომლებს საკითხი აღქმული ჰქონდეთ კონკრეტულად მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან, საკუთარ ამოცანებთან მიმართებით და ზოგადი ცოდნა უბრალოდ ინფორმაციის მიღების დონეზე არ დარჩეს მათთვის. მნიშვნელოვანია, კომპანიის თანამშრომლებმა გაიაზარონ მონაცემთა დამუშავების თითოეული პრინციპისა თუ საფუძვლის კონკრეტული მნიშვნელობა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკასთან მიმართებით.

Privacy Logic Group გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე როგორც ზოგად, ისე სპეციალიზებულ (მაგ. HR სპეციალისტებისთვის, ფინანსური მენეჯერებისთვის, იურისტებისთვის და ა.შ) ან კონკრეტული სფეროს პრობლემატიკას (მაგ. საბანკო, სამედიცინო, ფარმაცევტული, საგანამანათლებლო და ა.შ) მორგებული სწავლებას, რომელიც აგებულია თეორიული ნაწილის გააზრებასა და კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების დეტალურ განხილვაზე. Privacy Logic Group გთავაზობთ მაღალკვალიფიციური ტრენერების მომსახურებას, რომლებსაც აქვთ მონაცემთა დაცვის საკითხებზე როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება და რომლებიც მუდმივად იღრმავებენ ცოდნას მონაცემთა დაცვის საკთხებზე ქართული და საერთაშორისო პრაქტიკის თვალის დევნებითა და ანალიზით.