საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

GDPR მოკლე გზამკვლევი

2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში

28 იანვრის ფიქრები

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თანხმობა – ყველა შემთხვევაში გამოგვადგება?!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თანხმობის მოპოვება არ კმარა

ფაილური სისტემების კატალოგები

ფაილური სისტემების კატალოგები

ფაილური სისტემა არის მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშიც მონაცემები დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მასთან დაცულ თითეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით შექმნას აილური სისტემის კატალოგი ანუ ფაილური სისტემის სტრუქტურისა და შინაარსის დეტალური აღწერა და აღრიცხოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, მონაცემთა სუბიექტების, მონაცემთა კატეგორიების, მონაცემთა დამშავების კონკრეტული მიზნების, მონაცემთა შენახვის ვადისა და ა.შ. შესახებ.

ჩვენ გთავაზობთ თქვენს ორგანიზაციაში არსებულ მონაცემთა ფაილური სისტემის იდენტიფიცირებასა და ოპტიმიზაციას, ფაილური სისტემის კატალოგის შევსებასა და განახლებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შესაბამისი შეტყობინებების მომზადებას.