საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

GDPR მოკლე გზამკვლევი

2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში

28 იანვრის ფიქრები

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თანხმობა – ყველა შემთხვევაში გამოგვადგება?!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თანხმობის მოპოვება არ კმარა

GDPR გზამკვლევი

29 მაი 2018

2018 წლის 25 მაისს ევროკავშირში ძალაში შევიდა ევროპის პარლამენტის მიერ 2016 წლის აპრილში მიღებული რეგულაცია, რომელიც ჩაანაცვლებს მანამდე მოქმედ დირექტივას (Directive 95/46/EC) და არსებითად  შეცვლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეჟიმს ევროკავშირში.

რეგულაციის მიღება მიზნად ისახავს უპასუხოს ბაზრის გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ წარმოშობილ შესაძლებლობებსა და გამოწვევბს, რისთვისაც ახდენს სტანდარტების უნიფიცირებას ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მეორე მხრივ კი ქმნის დამატებით გარანტიებს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დასაცავად.

GDPR-ის მნიშვნელობას არაწევრი ქვეყნებისთვის დიდწილად განაპირობებს მისი მოქმედების ექსტერიტორიულობის პრინციპი, რაც გულისხმობს რომ რეგულაციის მოქმედება გარკვეულ პირობების არსებობისას გავრცელდება ევროკავშირის გარეთ მოქმედ სუბიექტებზე. შესაბამისად, ის შეიძლება საინტერესო იყოს ქართული კომპანიებისთვისაც. ამავე დროს, რამდენადაც ჩვენთის ცნობილია იგეგემება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება აღნიშნულ რეგულაციასთან.

Privacy Logic Group-მა შეიმუშავა გზამკვლევი GDPR-ის შესახებ. გზამკვლევში განხილულია რეგულაციის ის სიახლეები და მუხლები, რომლებიც 2018 წლის 25 მაისიდან ახლებურად და უფრო მაღალი სტანდარტით დაარეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვას.

GDPR გზამკვლევი