Privacy Logic Group გთავაზობთ შემდეგი მომსახურების გაწევას:

  • პირადი და დისტანციური კონსულტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე  - კონკრეტული და კვალიფიციური პასუხები მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სირთულის საკითხზე

  • პერსონალურ მონაცემთა ინვენტარიზაცია/ მეფინგი - მონაცემთა დამუშავების კანონთან შესაბამისობის აღწერა და ანალიზი, სქემატური ვიზუალიზაცია და პრობლემური არეების იდენტიფიცირება

  • მონაცემთა დაცვის გარე ოფიცრის მომსახურება - თქვენ არ ქმნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისს, არ აგყავთ ცალკე თანამშრომელი და არ ხარჯავთ დიდ რესურსს, მაგრამ ხართ ლიდერი მონაცემთა დაცვის კუთხით. Privacy Logic Group-ის კვალიფიციური თანამშრომელი ან სპეციალისტთა გუნდის თქვენზეა მომაგრებული და აგვარებს თქვენს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სფეროში წამოჭრილ პრობლემებს და კონკრეტულ საჭიროებებს.  

  • კონკრეტულ ბიზნეს სექტორსა თუ სპეციალობაზე მორგებული ტრეინინგი - მონაცემთა დაცვის თემაზე როგორც ზოგადი, ისე სპეციალიზებული და კონკრეტული სფეროს პრობლემატიკას მორგებული სწავლება პრაქტიკული მაგალითისა და რეალური ქეისების გამოყენებით.

  • მონაცემთა დაცვის პროგრამის შემუშვება და დანერგვა -  Privacy Logic Group ახდენს კომპანიის დიაგნოზირებას მონაცემთა დაცვის კუთხით და კონკრეტული საჭიროებების და რესურსების გათვალისწინებით სთავაზობს სტრატეგიას და ხედვას, ღონისძიებების ერთობლიობას - დასახული მიზნის მისაღწევად

  • პერსონლაურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შექმნა - მონცემთა დაცვის საკითხების მომწესრიგებელ შიდა დოკუმენტების შემუშავება და  მონაცემთა დაცვის წესების ინტეგრირება უკვე არსებულ საოპერაციო პროცედურებში (მაგ. მონაცემთა დაცვის ზოგადი პოლიტიკა, ადამიანური რესურსების მართვისას მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, მზა ჩანაწერების - cookies მართვის პოლიტიკა და ა.შ)

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი - ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სტანდარტისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების არსებობის შემოწმება/შეფასება როგორც მთელი ორგანიზაციისთვის, ასევე, კონკრეტული მიმართულებებისა და პროცესების მიხედვით, რისკებისა და მათი გადაწყვეტის გზების იდენტიფიცირება.

  • წარმომადგენლობა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან, სასამართლოსთან თუ სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში


ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში შესაძებელია საჭირო გახდეს სხვადასხვა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობა, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შესაძლებელია განცხადების საფუძველზე და/ან საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს თქვენი ორგანიზაციის შემოწმება. შესაძლებელია, viagra pas cher ვინმემ საჩივრით მიმართოს ინსპექტორს თქვენი ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით.

Privacy Logic Group გთავაზობთ მონაცემთა დაცვის საკითხებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან, სახელმწიფო ორგანოებთან და სასამართლოსთან ურთიერთობის წარმართვას, წარმომადგენლობას საქმისწარმოებისა და/ან სამართალწარმოების პროცესში. ჩვენი პროფესიონალთა გუნდს აქვს სასამართლო წარმომადგენლობის მრავალწლიანი გამოცდილება და ზურგს უმაგრებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კარგი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.