Privacy Logic Group გთავაზობთ შემდეგი მომსახურების გაწევას:

  • პირადი და დისტანციური კონსულტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე  - კონკრეტული და კვალიფიციური პასუხები მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სირთულის საკითხზე

  • პერსონალურ მონაცემთა ინვენტარიზაცია/ მეფინგი - მონაცემთა დამუშავების კანონთან შესაბამისობის აღწერა და ანალიზი, სქემატური ვიზუალიზაცია და პრობლემური არეების იდენტიფიცირება

  • მონაცემთა დაცვის გარე ოფიცრის მომსახურება - თქვენ არ ქმნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისს, არ აგყავთ ცალკე თანამშრომელი და არ ხარჯავთ დიდ რესურსს, მაგრამ ხართ ლიდერი მონაცემთა დაცვის კუთხით. Privacy Logic Group-ის კვალიფიციური თანამშრომელი ან სპეციალისტთა გუნდის თქვენზეა მომაგრებული და აგვარებს თქვენს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სფეროში წამოჭრილ პრობლემებს და კონკრეტულ საჭიროებებს.  

  • კონკრეტულ ბიზნეს სექტორსა თუ სპეციალობაზე მორგებული ტრეინინგი - მონაცემთა დაცვის თემაზე როგორც ზოგადი, ისე სპეციალიზებული და კონკრეტული სფეროს პრობლემატიკას მორგებული სწავლება პრაქტიკული მაგალითისა და რეალური ქეისების გამოყენებით.

  • მონაცემთა დაცვის პროგრამის შემუშვება და დანერგვა -  Privacy Logic Group ახდენს კომპანიის დიაგნოზირებას მონაცემთა დაცვის კუთხით და კონკრეტული საჭიროებების და რესურსების გათვალისწინებით სთავაზობს სტრატეგიას და ხედვას, ღონისძიებების ერთობლიობას - დასახული მიზნის მისაღწევად

  • პერსონლაურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შექმნა - მონცემთა დაცვის საკითხების მომწესრიგებელ შიდა დოკუმენტების შემუშავება და  მონაცემთა დაცვის წესების ინტეგრირება უკვე არსებულ საოპერაციო პროცედურებში (მაგ. მონაცემთა დაცვის ზოგადი პოლიტიკა, ადამიანური რესურსების მართვისას მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, მზა ჩანაწერების - cookies მართვის პოლიტიკა და ა.შ)

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი - ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სტანდარტისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების არსებობის შემოწმება/შეფასება როგორც მთელი ორგანიზაციისთვის, ასევე, კონკრეტული მიმართულებებისა და პროცესების მიხედვით, რისკებისა და მათი გადაწყვეტის გზების იდენტიფიცირება.

  • წარმომადგენლობა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან, სასამართლოსთან თუ სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში


იმისთვის, რომ ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები სათანადოდ იყოს შეფასებული და ორგანიზებული, საჭიროა ორგანიზაციის დოკუმენტების რევიზია მონაცემთა დაცვის საკითხების ჭრილში, თანამშრომელთა დატრენინგება, აუდიტის ჩატარება და ა.შ. ასეთი ამოცანების სრულფასოვნად შესასრულებლად საჭიროა მაღალკვალიფიციური და მონაცემთა დაცვის სპეციფიკაში ღრმად გარკვეული თანამშრომელი. საქართველოში ასეთი კომპეტენციის პროფესიონალები ჯერ-ჯერობით რთულად საპოვნელი და, ამავე დროს, საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. ამ მოცემულობაში ორგანიზაციების არჩევანი მწირია. მათ შეუძლიათ: ა) თავი მოიტყუონ და ეს ფუნქცია დააკისრონ ნაკლებად კომპეტენტურ და დაბალანაზღაურებად თანამშრომელს; ბ) ამოცანები დაუმატონ მაღალკვალიფიციურ და მაღალანაზღაურებად თანამშრომელს (ძირითადად იურისტებს, რომლებიც რეალურად არ არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტები ) და შესაამისად, მისი რესურსი ‘მოაცდინონ’ მონაცემთა დაცვის საკითხების შესწავლაზე, რაც რეალურად არაეფექტური ხარჯია; გ) დაიქირავონ მონაცემთა დაცვაში სპეციალიზებული მაღალკვალიფიციური, მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი და გადაიხადონ ბევრი ფული, მაშინ როდესაც მათ არ სჭირდებათ სრულ განაკვეთზე ასეთი კომპეტენციის ადამიანი.

თუმცა, არსებობს სხვა გამოსავალიც: ვინაიდან ორგანიზაციებს ასეთი კვალიფიკაციის კადრი შეიძლება არ სჭირდებოდეთ სრული განაკვეთით, საუკეთესო არჩევანია მონაცემთა დაცვის გარე ოფიცრის მომსახურება, რაც საკმაოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს იმ ქვეყნებში, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის 20- 30 წლიანი პრაქტიკა არსებობს.

მონაცემთა დაცვის გარე ოფიცერი არის Privacy Logic Group თანამშრომელი, რომელიც წინასწარი შეთანხმებით მომაგრებულია თქვენს კომპანიაზე და პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის საკითხების მოწესრიგებაზე თქვენს ორგანიზაციაში. გარე ოფიცერი სრულყოფილად სწავლობს თქვენი ბიზნესის თავისებურებებს და საქმიანობის იმ ასპექტებს რომელიც გავლენას ახდენს პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო საუკეთესო გადაწყვეტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. მონაცემთა დაცვის გარე ოფიცერი მუდმივ კონტაქტზეა ორგანიზაციასთან და ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც სრულ განაკვეთზე დაქირავებული თანამშრომელი შეასრულებდა/უნდა შეესრულებინა, კერძოდ, განსაზღვრავს თქვენი ორგანიზაციის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, გეგმავს პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო კონკრეტულ აქტივობებს, აწესრიგებს ფაილური სისტემების კატალოგებს და სხვა საჭირო დოკუმენტებს, კონსულტაციას უწევს ორგანიზაციის თანამშრომლებს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ახდენს დოკუმენტების რევიზიას, თანამშრომელთათვის აორგანიზებს და ატარებს ტრენინგებს მონაცემთა დაცვის თემაზე, პერიოდულად ახორციელებს მონაცემთა დაცვის შიდა აუდიტს და ა.შ.

მონაცემთა გარე ოფიცერს, თქვენი ორგანიზაციის საქმეების მოწესრიგებისას ზურგს უმაგრებს პროფესიონალთა გუნდი და კვლევითი რესურსი რაც Privacy Logic Group-ს გააჩნია. მისი სახით, თქვენ სამსახურშია არა მხოლოდ ერთი ადამიანის კომპეტენცია, არამედ მრავალმხრივი კომპეტენციის მქონე პროფესიონალთა გუნდის გამოცდილება.