Privacy Logic Group გთავაზობთ შემდეგი მომსახურების გაწევას:
წარმომადგენლობა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან, სასამართლოსთან თუ სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი - ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სტანდარტისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების არსებობის შემოწმება/შეფასება როგორც მთელი ორგანიზაციისთვის, ასევე, კონკრეტული მიმართულებებისა და პროცესების მიხედვით, რისკებისა და მათი გადაწყვეტის გზების იდენტიფიცირება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შექმნა - მონცემთა დაცვის საკითხების მომწესრიგებელ შიდა დოკუმენტების შემუშავება და მონაცემთა დაცვის წესების ინტეგრირება უკვე არსებულ საოპერაციო პროცედურებში (მაგ. მონაცემთა დაცვის ზოგადი პოლიტიკა, ადამიანური რესურსების მართვისას მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, მზა ჩანაწერების - cookies მართვის პოლიტიკა და ა.შ)
კონკრეტულ ბიზნეს სექტორსა თუ სპეციალობაზე მორგებული ტრენინგი - მონაცემთა დაცვის თემაზე როგორც ზოგადი, ისე სპეციალიზებული და კონკრეტული სფეროს პრობლემატიკას მორგებული სწავლება პრაქტიკული მაგალითისა და რეალური ქეისების გამოყენებით.
მონაცემთა დაცვის გარე ოფიცრის მომსახურება - თქვენ არ ქმნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისს, არ აგყავთ ცალკე თანამშრომელი და არ ხარჯავთ დიდ რესურსს, მაგრამ ხართ ლიდერი მონაცემთა დაცვის კუთხით. Privacy Logic Group-ის კვალიფიციური თანამშრომელი ან სპეციალისტთა გუნდის თქვენზეა მომაგრებული და აგვარებს თქვენს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სფეროში წამოჭრილ პრობლემებს და კონკრეტულ საჭიროებებს.
პერსონალურ მონაცემთა ინვენტარიზაცია/ მეფინგი - მონაცემთა დამუშავების კანონთან შესაბამისობის აღწერა და ანალიზი, სქემატური ვიზუალიზაცია და პრობლემური არეების იდენტიფიცირება
პირადი და დისტანციური კონსულტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე - კონკრეტული და კვალიფიციური პასუხები მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სირთულის საკითხზე
იმისათვის, რომ ორგანიზაციაში სათანადოდ იყოს დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა მონაცემთა დამუშავების საფუძვლების და პრინციპების ცოდნისა, აუცილებელია ზოგადი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტად შეფასდეს და დაიდენტიფიცირდეს მონაცემთა დამუშავების ძირითადი წერტილები, მოხდეს მონაცემთა ინვენტარიზაცია და კლასიფიკაცია, დაინერგოს შესაბამისი და ეფექტიანი გასატარებელი ღონისძიებები.
გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას