Privacy Logic Group გთავაზობთ შემდეგი მომსახურების გაწევას:
წარმომადგენლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, სასამართლოსთან თუ სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი - ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სტანდარტისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების არსებობის შემოწმება/შეფასება როგორც მთელი ორგანიზაციისთვის, ასევე, კონკრეტული მიმართულებებისა და პროცესების მიხედვით, რისკებისა და მათი გადაწყვეტის გზების იდენტიფიცირება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შექმნა - მონცემთა დაცვის საკითხების მომწესრიგებელ შიდა დოკუმენტების შემუშავება და მონაცემთა დაცვის წესების ინტეგრირება უკვე არსებულ საოპერაციო პროცედურებში (მაგ. მონაცემთა დაცვის ზოგადი პოლიტიკა, ადამიანური რესურსების მართვისას მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, მზა ჩანაწერების - cookies მართვის პოლიტიკა და ა.შ).
კონკრეტულ ბიზნეს სექტორსა თუ სპეციალობაზე მორგებული ტრენინგი - მონაცემთა დაცვის თემაზე როგორც ზოგადი, ისე სპეციალიზებული და კონკრეტული სფეროს პრობლემატიკას მორგებული სწავლება პრაქტიკული მაგალითისა და რეალური ქეისების გამოყენებით.
მონაცემთა დაცვის გარე ოფიცრის მომსახურება - თქვენ არ ქმნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისს, არ აგყავთ ცალკე თანამშრომელი და არ ხარჯავთ დიდ რესურსს, მაგრამ ხართ ლიდერი მონაცემთა დაცვის კუთხით. Privacy Logic Group-ის კვალიფიციური თანამშრომელი ან სპეციალისტთა გუნდის თქვენზეა მომაგრებული და აგვარებს თქვენს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სფეროში წამოჭრილ პრობლემებს და კონკრეტულ საჭიროებებს.
პერსონალურ მონაცემთა ინვენტარიზაცია/ მეფინგი - მონაცემთა დამუშავების კანონთან შესაბამისობის აღწერა და ანალიზი, სქემატური ვიზუალიზაცია და პრობლემური არეების იდენტიფიცირება.
პირადი და დისტანციური კონსულტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე - კონკრეტული და კვალიფიციური პასუხები მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სირთულის საკითხზე.
პერსონალურ მონაცემთა ეფექტიანი დაცვა გულისხმობს მონაცემთა დაცვის სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარებას, რაც შეიძლება იყოს მონაცემთა უსაფრთხოება, მათ შორის ფიზიკურ უსაფრთხოება, მონაცემებზე წვდომის კონტროლი, ორგანიზაციის შიგნით შესაბამისი როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა-გადანაწილება, გამოვლენილ რისკებზე რეაგირების წესი და ა.შ
Privacy Logic Group-ის გამოცდილი გუნდი გთავაზობთ სპეციალური კითხვარების საშუალებით თქვენს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სტანდარტების შემოწმება/შეფასებას როგორც მთელი ორგანიზაციისათვის, ასევე კონკრეტული მიმართულებების მიხედვით (HR, შიდა კონტროლი, ფინანსური სამსახური და ა.შ.), შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების არსებობის შემოწმებას/შეფასებას, რისკებისა და მათი გადაწყვეტის გზების იდენტიფიცირებას.