მედიასაშუალებებთან სამუშაო შეხვედრას Privacy Logic Group-ის წარმომადგენელი უძღვებოდა

 11/11/2019

პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი იდეები და თეორიები, პრაქტიკაში არსებული თანამედროვე გამოწვევები, მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების პარამეტრები, ახალი ევროპული რეგულაციისა და ქართული კანონმდებლობის მოსალოდნელი ცვლილებები, ეს და სხვა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხები შეისწავლეს მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოში წამყვანი 13 მედიასაშუალების 16-მა ჟურნალისტმა მიიღო.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დაეხმარება პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული პრობლემატიკის სწორად გაგებაში, რაც მათ გამოადგებათ რეალური პრობლემების იდენტიფიცირებასა და კვალიფიციური, სიღრმისეული სიუჟეტების მომზადებაში.
ტრენინგს უძღვებოდნენ IRC-ის დირექტორი, გიორგი გაბრიელაშვილი; პირველი სახელმწიფო ინსპექტორი, თამარ ქალდანი; Privacy Logic Group-ის (PLG) ხელმძღვანელი ანა კაპანაძე და მონაცემთა უსაფრთხოების ექსპერტი, ირაკლი ლომიძე.
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.